суббота, 4 декабря 2010 г.

კარიბჭე

 კარიბჭე გალავნის დასავლეთი მხარის ცენტრალურ ნაწილშია. აგებულია 1029 ., ტაძრის მშენებლობის დამთავრების შემდეგ, კათალიკოს მელქისედეკის ბრძანებით. 1964-1965 წლებში ჩატარდა კარიბჭის სარესტავრაციო და საკონსერვაციო სამუშაოები (ხელმძღვანელები: . ჩუბინიშვილი და . ცინცაძე; მთ. კონსულტანტი . ჩუბინაშვილი). ამ სამუშაოების ჩატარებამდე კარიბჭის უმეტესი ნაწილი (განსაკუთრებით დასავლეთის ფასადი) მიწით იყო დაფარული და მასზე აგურით ნაგები გვიანდელი ხანისკონტრფორსები იყო მიშენებული. რესტავრაციის შედეგად ფასადი გაიწმინდა გვიანდელი დანამატებისაგან და კარიბჭე თავდაპირველი სახით აღდგა. კარიბჭე ორსართულიანია, ნაგებია კარგად გათლილი თანაბარი კვადრებით. მის პირველ სართულზე, ფართო შეისრულთაღიანი გასასვლელისორივე მხარეს მოთავსებულია ოტახები (თითოეული 22 კვ.); მეორე სართულზე დარბაზია (70 კვ.), რომელიც დასავლეთის მხარეს სვეტებიანი თაღების სამი მალითაა გახსნილი. სმმაგი თაღი მოჩარჩოებულია პროფილირებული სარტყელით, რომელზედაც ასომთავრული წარწერაა:
«ქრისტე ადიდე შენ მიერ დამყარებული მეოხე ჩვენი ქრისტეს მიერ მელქიზედეკ ქართლისა კათალიკოსი რომელმან მეორედ აღაშენა წმინდა კათოლიკე ესე სალხინებელად სულისა მათისა».
გასასვლელის ორივე მხარეს თითო ოთხწახნაგა სამმეოთხედიანი პილასტრია ფესტოებიანი კაპიტელებითა და სადად პროფილირებული ბაზისებით. ეს შვერილები სამმაგი თაღის ჩარჩოს ქვედა ხაზს ქვემოთკედელს უკავშირდება მცირე ზომის ნიჟარისებრი თაღებით (ტრომპებით). შესასვლელის თაღის ზემო ნაწილში, ორივე მხარეს მწვანე  მწვანე ქვიდან ნაკვეთი ხარის თავების სკულპტურული გამოსახულებებია(პირი. დედანი ინახება საქართველოს სახელმწიფო   მუზეუმში). ოთხწახნაგა შვერილების აქეთ იქით მაღალი სამკუთხა ნიშებია.მომცველ დეკორატიულ თაღნარს. 
აღმოსავლეთ ფასადზე წარმოგვიდგება ამ ეპოქაში ძალზე გავრცელებული ცენტრისკენ რიტმულად განვითარებული ხუთი თაღის კომპოზიცია და მასში ჩართული ორი სამკუთხა ნიში, რომელთა კონქი მარაოსებური ორნამენტით არის გაფორმებული. ეს ნიშები შიგნით, გეგმაზე ნახევარწრიული ნიშით არის გართულებული. თეძმის მწვანე ტუფისაგან აწყობილი თაღნარი შედგება ერთსაფეხურიან პილასტრზე დადებული შეწყვილებული ლილვისაგან, ხოლო იქ, სადაც ეს ორი ლილვი ერთმანეთს უერთდება ძირითადიღეროშედგება სამი ლილვისაგან. ერთი ლილვი აუყვება პილასტრის და კედლის კუთხესაც. თაღის ყველა ქუსლი გაფორმებულია ბურთულიანი კაპიტელებით. ასევე ბურთულებით არის მორთული ბაზისები. ფასადი აღმართულია სამსაფეხურიან, მაღალ ცოკოლზე.
aRmosavleTis fasadi
ფასადის ძირითადი მორთულობა თავმოყრილია შუა თაღში. ეს არის: სარკმლის ოთხზოლიანი, წითელი და ყვითელი ფერის ორნამენტული ქვებისაგან შემდგარი საპირე, მის ქვემოთ, კუთხეებში მოთავსებული ანგელოზების და ხარის თავების გამოსახულებები, ასევე მათ შორის ჩასმულივედრებისკომპოზიცია. სარკმლის თავზე, თაღნარის კაპიტელებს შორის მოთავსებულია ორნამენტული ფრიზი, რომელიც შედგება სამი ჰორიზონტალური ნაწილისაგან: ზემოთ, ჩამოკიდებული გირჩების მწკრივია; შუაში გადმოკიდებული ფოთლების მოტივი და ქვემოთ დაწნული ლილვის ხაზი. შუა თაღის მორთულობას აგვირგვინებსმარაო”, რომელზეც მოცემულია ტაძრის მთავარი სამშენებლო წარწერა, მელქისედეკ კათალიკოსის და ხუროთმოძღვარ არსუკისძის ხსენებით. მარაო ფარშევანგის კუდივით იშლება ასეთივე სხივებიანი მცირე ზომის დისკოსაგან, რომელიც, თავის მხრივ, ასრულებს კედლიდან ამოზრდილ ვაზის ღეროს, რომელსაც ორი მტევანი აქვს გამობმული. ფრონტონში მოთავსებულია სამი სარკმელი, რომელიც ჩასმულია ლილვოვან ჩარჩოში, ხოლო მის მარცხნივ ერთმანეთის თავზე წარმოდგენილია ლომისა და არწივის რელიეფური გამოსახულებები. თითო-თითო მოურთავი სარკმელი აქვს სამკვეთლოს, სადიაკვნეს და მათ ზედა ოთახებს.