суббота, 4 декабря 2010 г.

arqiteqturuli aRwera

) სვეტიცხოვლის ტაძარი წარმოადგენს აღმოსავლეთ-დასავლეთი მიმართულებით დაგრძელებულ ჯვარგუმბათოვან ნაგებობას, სადაც ჯვარი, ოთხი მკლავის მეშვეობით სივრცეში იქმნება. აღმოსავლეთის მკლავი სრულდება საკურთხევლის აფსიდით, ხოლო დანარჩენი სამი მკლავი სწორკუთხაა. საკურთხევლის ორივე მხარს აფსიდიანი სამკვეთლო და სადიაკვნოა (რომლებიც დამოუკდებელ ეკლესიებად მოქმედებენ). სამხრეთ ოთახს, სადიაკვნესა და საკურთხევლის აფსიდს შორის მოთავსებულია მეორე სართულზე ასასვლელი კიბის უჯრედი, რის გამოც სადიაკვნო, სამკვეთლოსთან შედარებით მცირეა. დასავლეთი მკლავი ორი არათანაბარი თაღით სამ ნავად იყოფა.
gegma
ნაგებობის ცენტრში აღმართული გუმბათი ოთხ მძლავრ ბურჯს ეყრდნობა. დასავლეთით ტაძარი გრძელდება ნართექსით და მასზე მოწყობილი პატრონიკით, რომელიც სამი თაღით იხსნება დასავლეთი მკლავისკენ (პატრონიკე ახლა გაუქმებულია), ხოლო ნართექსის შესასვლელი გამოყოფილია კარიბჭით. ტაძარში შესასვლელი სამია: მთავარი დასავლეთიდან და დამხმარეები _ სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებზე, ცენტრიდან ოდნავ დასავლეთით ჩაწეული. 
დასავლეთი მკლავის სამხრეთ და ჩრდილოეთ ფასადებზე სამ-სამი მძლავრი, ღრმა თაღია, რის საშუალებასაც ძლიერი ნავთგამყოფი პილონები იძლევა. იგი არა მხოლოდ დეკორატიულად, ვიზუალურად ამსუბუქებს კედელს, არამედ პირველყოვლისა კონსტრუქციულად ამცირებს კედლის მასას. პირველ ორ თაღის შიდა კედელზე გაჭრილია დასავლეთი მკლავის გამანათებელი სარკმელები. მის საპირისპიროდ, აღმოსავლეთ მკლავზე, ორივე მხარეს არის ხუთ-ხუთი სარკმელი, რომლებიც ანათებენ კონქის გვერდითა დერეფნებს. ეს სარკმლები გაფორმებულია ლილვოვანი თაღნარით. 
სვეტიცხოვლის ფასადები, მიუხედავად ძლიერი გადაკეთებებისა, მაინც ინარჩუნებენ XI საუკუნის ხუროთმოძღვრებისთვის დამახასიათებელ ნიშანს _ ყველა ფასადის მომცველ დეკორატიულ თაღნარს. 
აღმოსავლეთ ფასადზე წარმოგვიდგება ამ ეპოქაში ძალზე გავრცელებული ცენტრისკენ რიტმულად განვითარებული ხუთი თაღის კომპოზიცია და მასში ჩართული ორი სამკუთხა ნიში, რომელთა კონქი მარაოსებური ორნამენტით არის გაფორმებული. ეს ნიშები შიგნით, გეგმაზე ნახევარწრიული ნიშით არის გართულებული. თეძმის მწვანე ტუფისაგან აწყობილი თაღნარი შედგება ერთსაფეხურიან პილასტრზე დადებული შეწყვილებული ლილვისაგან, ხოლო იქ, სადაც ეს ორი ლილვი ერთმანეთს უერთდება ძირითადიღეროშედგება სამი ლილვისაგან. ერთი ლილვი აუყვება პილასტრის და კედლის კუთხესაც. თაღის ყველა ქუსლი გაფორმებულია ბურთულიანი კაპიტელებით. ასევე ბურთულებით არის მორთული ბაზისები. ფასადი აღმართულია სამსაფეხურიან, მაღალ ცოკოლზე.
aRmosavleTis fasadi
ფასადის ძირითადი მორთულობა თავმოყრილია შუა თაღში. ეს არის: სარკმლის ოთხზოლიანი, წითელი და ყვითელი ფერის ორნამენტული ქვებისაგან შემდგარი საპირე, მის ქვემოთ, კუთხეებში მოთავსებული ანგელოზების და ხარის თავების გამოსახულებები, ასევე მათ შორის ჩასმულივედრებისკომპოზიცია. სარკმლის თავზე, თაღნარის კაპიტელებს შორის მოთავსებულია ორნამენტული ფრიზი, რომელიც შედგება სამი ჰორიზონტალური ნაწილისაგან: ზემოთ, ჩამოკიდებული გირჩების მწკრივია; შუაში გადმოკიდებული ფოთლების მოტივი და ქვემოთ დაწნული ლილვის ხაზი. შუა თაღის მორთულობას აგვირგვინებსმარაო”, რომელზეც მოცემულია ტაძრის მთავარი სამშენებლო წარწერა, მელქისედეკ კათალიკოსის და ხუროთმოძღვარ არსუკისძის ხსენებით. მარაო ფარშევანგის კუდივით იშლება ასეთივე სხივებიანი მცირე ზომის დისკოსაგან, რომელიც, თავის მხრივ, ასრულებს კედლიდან ამოზრდილ ვაზის ღეროს, რომელსაც ორი მტევანი აქვს გამობმული. ფრონტონში მოთავსებულია სამი სარკმელი, რომელიც ჩასმულია ლილვოვან ჩარჩოში, ხოლო მის მარცხნივ ერთმანეთის თავზე წარმოდგენილია ლომისა და არწივის რელიეფური გამოსახულებები. თითო-თითო მოურთავი სარკმელი აქვს სამკვეთლოს, სადიაკვნეს და მათ ზედა ოთახებს.

Комментариев нет:

Отправить комментарий