суббота, 4 декабря 2010 г.

sveticxovlis sakaTedro taZari

წმინდა დავით აღმაშენებელი და სვეტი-ცხოველი

უფლის კვართი დაკრძალვის შემდეგ თუმცა აღარავის უხილავს, მაგრამ ქართველებს მეტად სწამდათ, რომ იგი სწორედ სვეტის ამაღლების ადგილას იყო დაფლული, ხოლო თუ ვინმეს ეჭვი შეეპარებოდა ამაში, ღვთისაგან განისწავლებოდა. თურმე თვით დიდი დავით აღმაშენებელიგანდრეკილობდა რეცა გონებითსვეტიცხოვლის მიმართ და ამბობდა, რა ვიცით, რა არის ამ კოშკის გოდოლის ქვეშ, რას ვცემთ თაყვანს, ეშმაკმა ხომ არ შეგვაცდინაო.. ერთხელ მეფეს სვეტი-ცხოვლის წინ ამგვარი დაბრკოლებული გონებით ულოცია. იმავე ღამეს, ძილში, თურმე სვეტის თავზე მჯდომი მოხუცებული ეჩვენა, რომლისგანაც თვალისმომჭრელი ნათელი გამოდიოდა. „დავით, დავით, - მიმართა მან გვირგვინოსანს, - არ იცი, ვინ ვარ; იცოდე, არც შენ და არც სხვას, ვისაც ჩემდა მომართ სასოება ექნება, არასდროს შერცხვება. ნუ ურწმუნოებ ჩემდამო, რამეთუ ვინც ურწმუნოებს, დაისჯებაო“.

გაეღვიძა მეფეს, შეშინებული მოახტა ცხენს, მთელი ღამე აჭენა და სვეტიცხოველში ცისკრის ლოცვისას მივიდა. პირქვე დაემხო, ცრემლით დაალტო იატაკი დაპირველთა ცდომათათვის და ურწმუნოებისაშენდობა ითხოვა ღვთისგან

.ვერავინ შეძლო კვართის ხელყოფა

მეთერთმეტე საუკუნეში, თურქების შემოსევისას, სულთნის მეუღეს შაჰრი-ხათუნს სიწმინდის ამოთხრა მოუნდომებია, მაგრამ სვეტის ძირიდან ამოვარდნილ ცეცხლს ფერფლად უქცევია ღვთის მგმობელი... ვერც თემურ-ლენგი და ვერ შაჰ-თამაზი ვერ გაკადნიერებულან სიწმინდის ხელყოფად. მხოლოდ შაჰ-აბასს გაუბედავს და უბრძანებია სვეტი-ცხოველის საძირკვლის გათხრა, მაგრამ მიწიდან ამოვარდნილ ცეცხლს კვლავ დაუწვავს ამ მკრეხელობის ჩამდენნი. შაჰს შეშინებია, ჩამომხდარა, ტაძრისთვის მოკრძალებით შემოუვლია გარს, სვეტის წინ ულოცია და კათოლიკოსისთვის ხელშეუხებლობის გარანტია მიუცია.
რაც შეეხება შაჰის მიერ რუსეთის ხელმწიფესთან 1625 წელს გაგზავნილ საჩუქარს, თითქოსდა უფლის კვართს, ეს ტილოს მოწითალო ნაჭერი ყოფილა, თითო მტკაველის სიგრძე-სიგანისა, რომელზეც თურმე ლათინური მანერით იყო გამოსახული უფლის წამების და ჯვარცმის ეპიზოდები. „ზეითგან გამოსქოილიკვართი დანაწევრებისას, ცხადია, დაიშლებოდა. ამგვარად, შეუძლებელია, შაჰის საჩუქარი უფლის კვართი ყოფილიყო.
მაშ, რა იყო ეს სიწმიდე, რომელმაც ამდენი სასწაული მოახდინა რუსეთში?

კონსტანტინეპოლის დამხობის შემდეგ საქართველოში მრავალი სიწმინდე მოხვდა. ალავერდის ტაძარში დაცული გახლდათ ქრისტეს პერანგის ერთი ნაწილი, რუსთავის ფერისცვალების ტაძარში კი ღვთისმშობლის სარტყელი. შესაძლოა, შაჰის საჩუქარი ერთი ამათგანი ყოფილიყო. ამგვარ ვარაუდს გამოთქვამს თეიმურაზ I 1639 წელს რუსეთის ხელმწიფისთვის გაგზავნილ წერილში

.სვეტიცხოვლის სიწმინდენი

სვეტიცხოვლის ტაძარი მრავალ სიწმინდეს ფლობდა: უფლის კვართს, სასწაულმოქმედ სვეტს, წმინდა ილია წინასწარმეტყველის ხალენს. XX საუკუნის დასაწყისში (და ახლაც) იქვე გახლდათ დაბრძანებული ერთი იმ ოთხ ჯვართაგანი, რომლებიც წმინდა ნინომ სასწაულმოქმედი ხისგან შეაქმნევინა. ადრე, თემურ ლენგის შემოსევამდე, იგი მცხეთის ჯვრის მონასტერში ბრძანდებოდა. სასწაულმოქმედ ჯვარს (მის მიმართ განსაკუთრებით უშვილოებს ჰქონდათ სასოება) 2004 წლის 16 თებერვალს მირონი დაედინა. პატრიარქის კურთხევით, იგი მინანქრული ხატებით გაამშვენეს. მასში ჩატანებულია ძელიცხოველისა და წმინდა ნინოს ჯვრის ნაწილები.
სვეტიცხოვლის ერთ-ერთი მთავარი სიწმინდე ყოფილა საქადაგო ხატი სვეტი-ცხოველისა. ეს არის კარედში ჩაბრძანებული სვეტი-ცხოველის 36x17სმ ზომის ჭედური გამოსახულება. კარედის გვერდებზე გამოსახულნი არიან წმინდა ნინო და წმინდა მირიანი. კარედის ზემოთა ნაწილი მოოქროვილია. მასზე გამოსახულია კუბოში მწოლიარე სიდონია, მის მკერდზე კი აღმართულია სვეტი, რომელიც ანგელოზებს უპყრიათ ხელთ. სიდონიას ფერხთით გამოსახულია მლოცველი წმინდა ნინო, ხოლო ზემოთ - ორივე ხელით მაკურთხებელი მაცხოვარი. ხატში 44 წმინდა ნაწილი ყოფილა ჩატანებული. ის ამჟამად ხელოვნების მუზეუმშია დაცული.

ეს სიწმინდენი სწორედ ის საფარველი გახლავთ, რომელიც ბურავდაარა ოდენ ვიდრემე გუამსა ღვთაებისასა, არამედ უფროისღა შიშლოებასა სულთა ჩვენთასა ცოდვისა მიერ“.

უფლის კვართი განუყოფელია

როგორც წმინდა კვიპრიანე კართაგენელი ბრძანებს, „თავისი კვართის საიდუმლოთი უფალმა ეკლესიის ერთიანობაზე მიგვანიშნადაშეუძლებელია, ქრისტეს სამოსი ჰქონდეს იმას, ვინც ქრისტეს ეკლესიას არღვევს“. ამიტომაც იყო, ქართველები ასე რომ უფრთხილდებოდნენ ეკლესიის ერთიანობას, ამიტომაც იყო, რომ ეპისკოპოსი აუცილებლად სვეტიცხოველში უნდა კურთხეულიყო.
ერთხელ წმინდა პატრიარქმა ნიკოლოზ გულაბერისძემზამთრის სასტიკებისადა დედოფლის უძილების გამო მროველი ეპისკოპოსი ტიმოთე რუისის საყდარში აკურთხა ეპისკოპოსად. იმავე ღამეს სვეტი-ცხოველისახედ მოხუცებული ბერი კაცისატაძრის ქადაგს ეჩვენა და უბრძანა, პატრიარქი გაეფრთხილებინა, რომ მას აღარასოდეს ეკურთხებინა ეპისკოპოსი სადმე სხვაგან, გარეშე სვეტიცხოვლის ტაძრისა. ეს უმეცრებით ჰყო, ამიტომ შევუნდობ, მაგრამ სხვა დროს აღარ ვაპატიებშეურაცხყოფას საყდრისა ჩემისაო“, - უბრძანებია უფალს.

ეკლესიის ერთიანობას არად დაგიდევდნენ სამცხის ათაბაგები და მცხეთის საყდართან კავშირის გაწყვეტის მცდელობით იმისაც მიაღწიეს, რომ ეს დალოცვილი მხარე სულიერადაც და ფიზიკურადაც დაცარიელდა და გამოიფიტა. უფლის კვართის დარღვევის სურვილით მათ საკუთარი სული დაარღვიეს და მომავალ თაობებს დაუტოვეს იმხელა ტვირთი, რომ არ ვიცი, მისი ამწევი ოდესმე თუ დაიბადება...

და ბოლოს

ტოპონიმიკისა და სიწმინდის მფლობელობის გამო მეორე იერუსალიმად წოდებული მცხეთა, 7 სვეტზე აგებული და ამით სოლომონის ტაძარს მიმსგავსებული სვეტიცხოველი, კვართი უფლისა და წმინდა სვეტი სახისმეტყველებად აღძრავს ქართველებს. ჩვენც ერთ პარალელს გავავლებთ: სოლომონისეული ტაძრის ნანგრევებიდან ამოვარდნილმა ცეცხლმა დაწვა იულიანე განდგომილის მიერ ღვთის ნების წინააღმდეგ ტაძრის ასაგებად გაგზავნილი მუშები. იქიდან, საიდანაც ადრე მირონი მოედინებოდა, უფალმა ცეცხლი ამოაფრქვია. ამიტომაც გვეშინოდეს სვეტი-ცხოველთან უკრძალველად მიახლებისა, განსაკუთრებით - კვართის დღესასწაულზე, გვეშინოდეს და შევიქმნათ იმსაზეპურო ერად“, რომელსაც უფალი, ნიშნად დიდი წყალობისა, სვეტი-ცხოველის ძირიდან აღმოუცენებს და უწყაროებსმირონსა, ვითარცა ღმერთმყოფელსა და ნათელმყოფელსა“.

სვეტიცხოველში დაბრძანებული სიწმინდე - ჯვარი პატიოსანი




არა მყოლია მეციხოვნენი,
არა მყოფილვარ მეტის მთხოვნელი,
მე შევქმენ მხოლოდ სვეტიცხოველი!
მარადისობას შეჭიდებული
არვის ვეგონო ძე დიდებულის,
გვარიც არ მქონდა ძველი, ქებული.
მე თვით უარვყავ ცხოვრება მშვიდიი
და მყუდროების სავანე ფლიდი,
ვიდექ: ვძერწავდი, ვჭრიდი და... ვშლიდი.
სიტკბოებისთვის კარი დავხურე,
ხან ვიშიმშილე, ხან ვიმარხულე
და ღვთის სახელით ხალხს ვემსახურე.
ქმნა კეთილისა ყოფილა ჯვარცმა...
რამდენი ლოდი დავლეწე კაცმა!
რამდენჯერ ვიგრძენ მიმწუხრის განცდა!
ქვაში ავანთე ფერი ყოველი.
მე დაგიტოვეთ სვეტიცხოველი.



Комментариев нет:

Отправить комментарий